მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იდლიანის მოსახლეობა პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართავს - 29 მაისი 2019

ufleba.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მოსახლეობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მამუკა ბახტაძეს მიმართავს და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. 

„იდლიანის თემის ოთხი სოფელი (ჭალა, ლებურცხილა, ნაშიხვი, ცენტრი) მესტიის ცენტრიდან 85 კილომეტრის დაშორებით, ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სადაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური საავტომობულო გზა მარცხენა ნაპირს მიუყვება. 

ადრე, სანამ ენგურჰესი ამ ადგილს დატბორავდა, სოფელ იდლიანის პირდაპირ არსებული სამანქანო ხიდით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლა იყო შესაძლებელი.

1984 წელს, ენგურჰესმა ჩვენი სოფლის ეს საავტომობილო ხიდი დაფარა და დღემდე გვიწევს შემოვლითი გზით იძულებით სარგებლობა, რაც აუტანელს ხდის მგზავრობას, განსაკუთრებით ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. იძულებული გავხდით გვესარგებლა სოფელ ხაიშთან არსებული ხიდით, რომელიც ჩვენი სოფლიდან მეათე კილომეტრზე მდებარეობს.

ენგურჰესის მშენებლობის სამმართველომ დაიწყო სამუშაოები. მარცხენა სანაპიროზე რკინის ბეტონის სამაგრის მშენებლობა დამთავრებულია, ხოლო მარჯვენაზე - დაუმთავრებელი.

ჩვენი არაერთგზის მიმართვის შედეგად, ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში, ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოდან პასუხი მივიღეთ, რომ სოფელ იდლიანის ხიდის მშენებლობას განაახლებდნენ, ამის დამადასტურებელი საბუთიც გაგვაჩნია.

სამწუხაროდ, ხიდის მშენებლობა არ განახლებულა და სოფელი ცენტრალურ გზას დღემდე მოწყვეტილია.

სოფელში მცხოვრებ 150 კომლს იმედი გვაქვს, რომ ყურადღების მიღმა არ დატოვებთ ამ ჩვენს გასაჭირს და დროულად მოახდენთ რეაგირებას“, - მიმართვას 207 ადგილობრივი მცხოვრები ხელს აწერს, რომელთა შორის არიან აკაკი ჭკადუა, თამარ დავითიანი, თეა ჭკადუა, ანიკო იოსელიანი, ნათელა კანჭიანი, ბეჟან ჭკადუა, მაიზერ გელოვანი, თინა კვანჭიანი, გოჩა გელოვანი, რაულ ქობალია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია