მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„არათუ თავისუფლებაზე, ციხეშიც აღარავის ვჭირდებით“ - 30 მაისი 2019

ანუ, რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან?

ufleba.ge

ნებისმიერი სახელმწიფო მაინც ძალადობრივი მანქანაა და საზოგადოების, დემოკრატიული ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ შეზღუდვას მოითხოვს. ამის გარეშე, სახელმწიფო უსახურ ჯალათად იქცევა და თავის გზაზე არავის და არაფერს ინდობს. თუ ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, მერე მრავლის მოკვდინება (დამახინჯება) უბრალო სტატისტიკად იქცევა.

ცნობილია, რომ მეოცე საუკუნემ, ყველაფერთან ერთად, ბოროტების ბანალურობაც მოგვიტანა. დეტექტივ-გამომძიებელი სამმართველოში დაკავებულ არასრულწლოვანს ბოთლით გაუპატიურებასა და ვიდეოგადაღებით ისე ემუქრება, რომ ერთი ნერვიც არ უტოკდება. ბავშვი იბრძვის, ღრიალებს და დახურულ სივრცეში ბოლომდე წამებისგან მხოლოდ ეს გადაარჩენს. მოტეხილ მკლავზე კი ურტყამენ, მაგრამ ხორცი ადრე თუ გვიან გამრთელდება, აი, სული კი...

* * *

რომანი (სახელები შეცვლილია) სასაზღვრო ზოლში დაიჭირეს, როცა მეგობარს კანაფის გადატანაში ეხმარებოდა. ფიზიკურად ძლიერმა ამხანაგმა პოლიციელები ჩამოიშორა, იქვე მდინარეში გადახტა და თავი ასე გადაირჩინა. რომანი კი, თავისი ფიზიკური ნაკლითა და 11-წლიანი სასჯელით ციხეში აღმოჩნდა.

2004 წლის შემოდგომაზე ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. გადატენილ, ჩაბინძურებულ საკანში სუფთა ჰაერის ნასახი არ მოიპოვებოდა. ადამიანი ადამიანისთვის რომ მგელია, ამის ცხადი დასტური იქ იხილა.

ერთხელაც, ყელში ამოასხა თანასაკნელებისველურობამდა ვიღაცებსყური მაგრად აუწია“. ჩაწყნარდა საკანი, რომელიც მანამდე საწამებლის მოდელი იყო ორთაჭალის მოედანზე. ღამით რომანმა მძინარეებს გადახედა და ისე შეეცოდა ყველა მათგანი, რომ დაიფიცა, არასოდეს არავისგადაუვლიდა“, როგორ ცუდადაც არ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი.

ამბობს, რომ შუაღამით, კუთხეში დასვენებული ხატიდან ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა და მხურვალე ლოცვით აღუთქვა, ბოლომდე უპატრონებდა და აქედან საღ-სალამათი გამოიყვანდა. დილამდე ძილ-ღვიძილში, უხმო ტირილში გაატარა რომანმა და დილით თანასაკნელების მიმართ აგრესიის ნატამალი აღარ ჰქონდა შერჩენილი.

მალევე სასულიერო პირი მოიხთოვა საკანში და მოინათლა. რვაწელნახევრის განმავლობაში, თავადაც არაერთ პატიმარს გვერდში დაუდგა და სწორ გზაზე დააყენა. ადვოკატი გაოცებული იყო, თვითონ უპატრონო სირიიდან გამოქცეულ სომხებსაც კი მაგრად იფარავს, აქ არავინ ზედმეტად არ დაჩაგროსო.

მთელი საპატიმრო ვადა წიგნების კითხვაში გაატარა. დღეს ამბობს, რომ ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ სიმართლეს მაინც წმინდა მამების ნაშრომებში ამოკითხავთო. ბიბლია ლამის ზეპირად შეისწავლა.

2013 წელს, როგორც კანომორჩილი მსჯავრდებული ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. უწმინდესმა და უნეტარესმა მიიღო, დალოცა და ცოტა ხანს მონასტერში წასვლა, მერე სასულიერო აკადემიაში ჩაბარება და ამ გზაზე შედგომა ურჩია.

იყო თბილისთან ახლოს მამათა მონასტერშიც, საბოლოოდ გულმა მშობლიური სოფლისკენ გაუწია. გამაჰმადიანებულ ქართველებში ქრისტეს სიტყვას ავრცელებს და ბევრის მადლიერებაც დაიმსახურა. ასევე სოფლის მეურნეობას მისდევს. ამბობს, რომ ბუნებასთან სიახლოვეს ინაზღაურებს და ამით ვერ ძღება.

დათო პირველად 14 წლის ასაკში, ნათესავის დაჭრისთვის დააპატიმრეს. როგორც არასრულწლოვანს ერთი წელი მიუსაჯეს და ექვს თვეში ამნისტიით გაათავისუფლეს. ამბობს, რომ პატარაობიდანვე ცოტაარეული აზროვნებაჰქონდა. მოგვიანებით უფროსი ძმა ეუბნებოდა, ბავშვობაში რკინის ჯოხი მოგხვდა თავში და შენი შემდგომი პრობლემებიც ამან გამოიწვიაო.

.. მალალეტკებში სასჯელის მოხდისასმაყურებლად აკურთხეს“. ძველი კოლმეურნების თავმჯდომარეებივით ჯანი მოსდევდა და უკეთესს ვის ნახავდნენ. დააყენაპალაჟენიათანატოლებში და, აბა, მისი ნებართვის გარეშე ვინმეს ზედმეტი აეღო თავის თავზე - მიტყეპვა არ ასცდებოდა. „საქმის გარჩევაცუკვე არ ეშლებოდა, როცა ექვს თვეში გარეთ გამოაგდეს.

სწავლა, სკოლაში სიარული მისთვის წარმოუდგენელი რამ გახდა. არეულობაც იყო ქვეყანაში და ხეტიალის მეტი რა რჩებოდა. მეორედ ისევ დაჭრაზე შეაგდეს ციხეში და ახლა უკვე 5 წელი მიუსაჯეს. ორ წელში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ცოტა გაიზარდა, დანას აღარ იკარებდა. მესამეჯერ მაინც დააპატიმრეს, უკვე ქურდობაზე. ამბობს, რომ ვიღაცის ნაქურდალი  ტექნიკა შეინახა სახლში, ნახეს და თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი, ისევ ხუთი წელი მიუსაჯეს. მესამეჯერ ვინღა გაითვალისწინებდა მის ერთხელ გამრუდებულ მდგომარეობას და სრული ხუთი წელი მოიხადა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ოჯახის წევრებიდან ბოლომდე გაყვა ამ უბედურებაში, მისი უფროსი დაა. რა არ გაუკეთებია მისთვის, დათო კი, მისივე თქმით, ყოველთვის უმადურობით პასუხობდა. რამდენჯერმე აზარტული თამაში წააგო ციხეში დათავანიდამ ჩაიტანა, „გაფუფლოებისგანიხსნა. მეგობრებში კარ-კარ დადიოდა, თანხას აგროვებდა და ძმისთვის ჩაჰქონდა.

უფროს ძმასთან ერთად, ბოლო პატიმრობისას დედამაც კი ზურგი აქცია, მაგრამ ერთადერთმა დამ ბოლომდე არ გაწირა. ბოლოს, მისთვის ყურადღების მიქცევით ისე გადაიღალა, როცა სანახავად მიდიოდა, ვეღარ ელაპარაკებოდა, მხოლოდ უყურებდა ამ დაქცეულ მდგომარეობაში მყოფს და ტიროდა, დას ვერაფრით ამშვიდებდა. და-ძმას შორის 11 წელი სხვაობაა და, ფაქტობრივად, მისი გაზრდილიცაა, ამიტომ როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლიდა.

გამოვიდა და ისევ დის ოჯახში მივიდა, რომელიც იმ დროისთვის მეორედ იყო დაოჯახებული. მესამე პატიმრობის შემდეგ გონება კიდევ უფროჩაბნელებულიჰქონდა. თავიდან, თავისუფლების ეიფორიაში იყო, მაგრამ ციხეზე არც თუ უკეთესი რეალობა რომ დახვდა, მასში ისევ აგრესიულობამ დაისადგურა. ვისზე უნდა ენთხია უბედური ცხოვრების კომპლექსები თუ არა უახლოეს ადამიანებზე, ისევ დაზე და მის ოჯახზე.

ამას გარდა, დაპატიმრებას რამდენჯრმე გადაურჩა. სხვაგანაც იგივე ხდებოდა, დალევდა, „გაჭედავდადა ისევ ნათესავ-ახლობლებს დაერეოდა. ალბათ გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ისინი ბოლომდე არ გაწირავდნენ. ასეთ ვითარებაში სადმე პოლიციას თუ შეეფეთებოდა, გამოსაფხიზლებელში მიყავდათ, აბა მისი ციხეში ყოფნა უკვე აღარავის სჭირდებოდა, ისედაც პირთამდე სავსე იყო იმ დროისთვის. სისხლის სამართლებრივ დევნას როგორღაც სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ ადმინისტრაციული მაინც შეუფარდეს, წვრილმანი ხულიგნობისთვის.

ამბობს, რომ მისნაირ ადამიანს ელემენტარული დახმარება, მკურნალობა სჭირდება, სხვანაირად ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდებიო. დაც სულ უმეორებს, ექიმ-ფსიქოლოგებთან ვიზიტის გარეშე საშველი არ გეშველებაო.

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ არაფერი გაუგია. ტელევიზორს  არ უყურებს, გაზეთებს არ კითხულობს, „განათლებულ ხალხთანურთიერთობა არ აქვს, - აბა, საიდან რას გავიგებო; რამდენია ჩემნაირი ციხიდან გამოვიდა და საერთოდ დაიკარგაო.

რაღაც საქმე მაინც გამონახა, ტექნიკა შეისწავლა და არემონტებს, თითო-ოროლა ლარს შოულობს, დრო ამაში მაინც გამყავსო. სულ ეუბნებიან დაოჯახდიო, „იქნებ ცოლმა მაინც  ჭკუაზე მოგიყვანოსო“. გამოჩნდა კიდეც პოტენციური პატარძალი, მისივე უბნელი შორენას სახით. იმანაც თანდაყოლილ კეკლუცობას მოუმატა. სულ მისი სახლის წინ აივლიდა-ჩაივლიდა და აქეთ იყურებოდა მაცდურად. მაგრამ ჩვენს გმირს ქალის მიმართ სუფთა მამრული ინტერესიც დაკარგული აქვს ამ ეტაპზე; ექიმთან სიარული და მკურნალობაც ჯერ აქედან დასაწყები აქვს.

ამასობაში 9 წელი გავიდა, რაც თავისუფლებაზეა. ღვთის წყალობით გარეთ ამდენიგაქაჩა“, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად ასატანად რომ გააგრძელოს, ესკულაპების დახმარება სჭირდება. რეაბილიტაციის შესაძლებლობითაც აუცილებლად დაინტერესდება. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ ასეთი სამსახურები არ დაელოდებიან და ადამიანებს თვითონვე მიაკითხავენ წინადადებით, რომ ჩაერთონ სახელმწიფო  პროგრამებში. სხვანაირად, მე და ჩემნაირებს არაფერი გვეშველებაო.

ჩვენ ხომ ყველას თავი ისე მოვაბეზრეთ, რომ ციხეშიც კი აღარავის ვჭირდებით, არათუ თავისუფლებაზე. ერთი ჩემნაირი ადამიანის გამოჯანმრთელება-გამოსწორება იმას ნიშნავს, რომ მომავალში ერთით ნაკლები დანაშული მოხდება. ეს კი დამეთანხმებით, დღევანდელ ჩვენ საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვანია", - გვეუბნება დათო.    

ყოფილი პატიმარი ისააკი სოფელში თითით საჩვენებელი პიროვნებაა, ოღონდ როცა ფხიზელ მდგომარეობაშია. ამ დროს მასზეტკბილი და მურაბამთელ მზისქვეშეთში არ მოიპოვება. ყველას უღიმის და ეხმარება ნებისმიერ საქმეში, გადაყოლილია ოჯახის წევრებსა თუ თანასოფლელებზე.

აი რომ დათვრება, მისი ამღვრეული თვალები ვეღარავის ცნობს. ჯერ ხომ ოჯახში შარიანი ხდება, ასაკოვან დედ-მამას ბოლო ხმაზე ზედ დაღრიალებს, ანგრევს და ამტვრევს ყველაფერს, რაც კი გზად გადაეყრება. არანაირი შეგონება და ტირილი არ მოქმედებს, სანამ უარყოფით ენერგიას გარეთ არ გამოტყორცნის და მასში ყველა ახლობელს არ მოიყოლიებს.

რამდენჯერ გამოიძახეს პოლიცია მშობლებმა, მაგრამ შედეგი ნაკლებადაა. ლექციები ხომ არ შველის, ერთი-ორჯერ სოფელთან ცოტა მოშორებით გზაზეც დატოვეს გამოსაფხიზლებლად, მაგრამ რად გინდა? თანასოფლელები წაყვანისას პოლიციელებს სულ ამას ეუბნებიან, ერთი თქვენ ეს კაცი ფხიზელი უნდა ნახოთ, მაშინ ამაზე კარგი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებაო. სჯერათ, მაგრამ მორიგიბუინისდროს მოხუცებული მშობლების თვალები უფრო უდგათ თვალწინ და იძულებული არიან რაღაც ზომა მიიღონ. მაგალითად, წაიყვანონ, მეზობელ სოფელში დატოვონ თვის დასთან, სანამ არ გამოფხიზლდება.

ისააკმა თავის დროზე სასჯელი რომ მოიხადა, მაშინ რეაბილიტაციის არანაირი რეალური პროგრამა არ არსებობდა, ხოლო დღეს ესმდინარეუკვე ჩავლილია. პერსპექტივა კი ისეთია, რომ ან მშობლებს გაიყვანსგაღმა ნაპირზეთავისი ენით აღუწერელი სიმთვრალით, ან მანამდე თავად შეეწირება მამა აბრამის ბატკანივით. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფოს, ნებით თუ უნებლიედ, ხელებიც დაუბანია. რამდენია პროვინციაში ასეთი, ვისაც სხვადასხვა საბაბით ქმედით თანადგომაზე ხელი არ მიუწვდება.

ნიკო მაშინ დაიჭირეს, როცა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. ტყეში გახმაურებული მკვლელობა დააბრალეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დანაშაულის მოტივად ძარცვა-ყაჩაღობა დაასახალეს, „რადგან წინ ქორწილი ელოდებოდა და ფული სჭირდებოდაო“. პატიმარი ბრალდებას უარყოფს და გათავისუფლებას ითხოვს.

ხანშიშესული დედამისი დღემდე დადის და სამართალს ეძებს. მშობელს სჯერა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და საზარელი დანაშაული სხვამ ჩიდინა, რომლის დადგენა სახელმწიფომ ვერ შეძლო. ამის გამო, საკითხის შეწყალების კომისიაზე განხილვას ითხოვს, რაზეც წლებია უარს ეუბნებიან.

დედისთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია ის, რომ არ იცის ერთადერთ შვილს გარეთ კიდევ იხილავს თუ არა. თუნდაც 10 წლის შემდეგ რომ გამოვიდეს ციხიდან, ამ ვადის შესახებ მეცოდინება მაინც და ყველანაირად შევეცდები ჩემს ბიჭს ციხის კარებთან ცოცხალი დავხვდეო, ამბობს. ახლა კი ამის იმედიც არ გააჩნია. რთულია მოუსმინო ადამიანს, დედას, რომელსაც იმედის ნაპერწკალი აღარ შერჩენია და ამის დაბრუნებისთვის ჯანმრთელობაშეწირული  ბოლომდე იბრძვის.

* * *

ცნობილია, რომ ხშირად მოძალადე თვითონაც არის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ იკვრება მანკიერი წრე, რისგანაც თავის დაღწევა რთულია. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, რათა საზოგადოებას ნორმალური მომავალი ჰქონდეს.

კანონი მკაცრია, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ კანონის სახელით სულისა და ხორცის დამახიჯებაც უნდა დასრულდეს! ადამიანი ადამიანისთვის მგლობას თუ არ მოიშლის, იმგაზის ორმოშიგავიგუდებით, რომელსაც ჯერ კიდევ დედამიწა ჰქვია.

* * *

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან?

- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ! (ვიქტორ ჰიუგო)   

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია