მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ილია მეორემ ქართველი ემიგრანტები მიიღო - „სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილი“ - 02 ივლისი 2019

ufleba.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ინიციატივით ჩატარდა და მასში ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ. ემიგრანტებმა ილია მეორეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა წრეები ეხმარებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

შეხვედრას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

ილია მეორემ დალოცა ემიგრანტები და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა.

„სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!“ – აღნიშნა ილია მეორემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია