მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა - 03 ივლისი 2019

ufleba.ge

ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული.

რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).

უზბეკეთიდან ივნისში საქართველოში 1 486 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 144.8 პროცენტით მეტია.

1 052 ვიზიტორი ეწვია საქართველოს ყირგიზეთიდან (+110.4%), 506 – ტაჯიკეთიდან (+228.6%), 283 – მალაიზიიდან (+148.2%), 85 – ნიგერიიდან (+112.5%), 41 – მალტიდან (+105%), 33 – სომალიდან (+312.5%), 21 – კუბადან (+162.5%), 16 – ლიბიიდან (+300%), 12 – დომინიკიდან (+140%), ოთხი კი გაბონიდან (+300%), - ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია