მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის“ საგანგებო განცხადება - 04 ივლისი 2019

ufleba.ge

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისგანცხადებაში აღნიშნულია:

„2019 წლის 20-21 ივნისს, .თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც აქციების სახით დღესაც გრძელდება, ცხადყო, რომ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხრიდან აგორებული იქნა მორიგი დესტრუქციული ტალღა.

ამ ტალღას ბევრი მოქალაქე და განსაკუთრებით გულანთებული ახალგაზრდა გულწრფელად აჰყვა, რაც 20-21 ივნისის ღამეს მასობრივ არეულობაში და საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაში გადაიზარდა.

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის უმძიმესი იყო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ხილვა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში და მით უმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლების, სამშობლოსათვის შეწირული ათასობით ვაჟკაცის სისხლით გაჯერებულია ქართული მიწები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-საქართველოს ომში გასული საუკუნის 90-იან და 2008 წლებში. ჩვენ თავად ვართ ამ ომების მონაწილე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ვიცავდით ჩვენს სამშობლოს და სარწმუნოებას.

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისწევრთა სახელით ვგმობთ როგორც აქციის მონაწილეთა აგრესიულ ქმედებებს, ასევე, აქციის დაშლის პროცესში სამართალდამცავი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან თვითნებურ მოქმედებებს.

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს იგრძნონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ვინაიდან ჩვენ ვართ ის თაობა და უფრო მეტიც ვეტერანების უდიდესი ნაწილი ვართ ის ადამიანები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლობის გამო სამწუხაროდ,  ბარიკადების  სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვითხოვთ:

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უმოკლეს ვადებში მოახდინოს, 2019 წლის 20-21 ივნისს . თბილისში განხორციელებული საპროტესტო აქციის აგრესიულ მონაწილეთა საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის ორგანიზატორების, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევასა და დევნაში მხილებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გამოძიების დასრულება;

მოხდეს იმ მოქალაქეთა თუ პოლიტიკოსთა იდენტიფიკაცია და გასაჯაროება, რომლებიც უკანონოდ იყვნენ შეყვანილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ელოდებოდნენ მოიერიშეთა შეჭრას;

კანონის წინაშე პასუხი აგონ იმ მომიტინგეებმა, რომლებმაც ბლაგვი საგნებით დაასახიჩრეს სამართალდამცავთა ნაწილი;

სასწრაფოდ მომზადებული იქნას არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების დროს მონაწილე მხარეების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის დაზუსტების და მკაცრ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით“, - - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1.()იპსაქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი“ - თენგიზ შუბლაძე, გამგეობის თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

()იპსაქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი“ - იაგო გოგსაძე, გამგეობის თავმჯდომარე, გადამდგარი პოლკოვნიკი.

()იპ საერთაშორისო ასოციაციადაიცავი შენი წილი სამშობლო“- დარეჯან გუგეშაშვილი, გამგეობის დირექტორი, პოლკოვნიკი.

()იპსაქართველოს ჩერნობილთა კავშირი“- ვაჟა ჩადუნელი, გამგეობის თავმჯდომარე.

()იპსაქართველოს გენერალთა კლუბი“- თეიმურაზ ლორია აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი.

()იპკავკასიის ვეტერანთა კავშირი“ - გია თორაძე, თავმჯდომარე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი თადარიგის გენერალ-მაიორი.

()იპომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია“ - აკაკი ვაშაკიძე, თადარიგის პოლკოვნიკი.

()იპსაქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი“. - რობინზონ პაპიძე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს მხედრიონი - გიორგი არველაძე გადამდგარი პოლკოვნიკი.

()იპ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდიმოლოდინი“ - ბელა

ზალდასტანიშვილი.

()იპსაქართველოს ვეტერანთა ასოციაცია“ - ჯანდრი უბირია, გამგეობის თავმჯდომარე“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია