მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ - 09 აგვისტო 2019

ufleba.ge

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა-სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება განმარტავს, კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით. ასევე გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დღეის მდგომარეობით, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი, თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია