მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამერიკელი სენატორები - პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა - 29 აგვისტო 2019

ufleba.ge

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთო ღირებულებების დაცვით“, ხოლო რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, რომელიც უნდა შეუერთდეს ჯგუფს“.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს და რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევა, ამიტომ რუსეთის მთავრობა არ იმსახურებს ნდობას, რათა ის წარმოდგენილი იყოს ლიდერად მსოფლიო ასპარეზზე.

ამას გარდა, ამერიკელი სენატორების თქმით, რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხვის შემდეგაც არაფრად აგდებდა საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობის პრინციპს.

რუსეთის ასეთი ქცევის მაგალითებს შორის წერილში ნახსენებია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაც.

„მავნე ზეგავლენა აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში, მათ შორის სისტემატური ჩარევის მცდელობა. მავნე ზეგავლენა ევროპაში აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებზე, ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთის მიწაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, ავტორიტარული მთავრობების სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ასადისა და მადუროს რეჟიმების, უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფართოდ გავრცელებულ დევნა – ამ მიზეზების გამო, ვლადიმირ პუტინი არავითარი პირობებით არ უნდა დაუშვან დიდ შვიდიანში, სანამ რუსეთის მთავრობა არ მოახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის, მოიქცეს პასუხისმგებლიანად როგორც შინ, ისე გარეთ“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს ოთხი სენატორი. ესენი არიან – ჯეკ რიდი, ჩაკ შუმერი, რობერტ მენენდესი და მარკ უორნერი.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია