მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით ზალკალიანი - ჩვენი პარტნიორები ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად არიან ინფორმირებული, აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე - 30 აგვისტო 2019

ufleba.ge

აუცილებელია, რომ ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია.

ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში, მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს.

ჩართული არის ყველა ძირითადი აქტორი, მათ შორის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება, ასევე ევროკავშირის მისია. მე მაქვს ჩემს კოლეგებთან, მათ ხელმძღვანელობასთან მუდმივი კავშირი, ისინიც არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ და ამ სიტუაციაში აუცილებელია, ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია