მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება - 03 ოქტომბერი 2019

ufleba.ge

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა შეხვედრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის ერთსულოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით "პირველ არხს" განუცხადა.

თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს დაუჭერს და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში „გადაბარგება“.

„ნაცვლად საჯარო განხილვებისა, „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, ჩაატარა შეხვედრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის ერთსულოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მოსახლეობისთვის. თუმცა ვაპირებთ, რომ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, იქნება ეს ბლოკებით თუ ბლოკების გარეშე, მაინც დავუჭიროთ მხარი. სრულად პროპორციული სისტემა არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გავრილოვის ღამის მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა, მათი მოთხოვნა იყო სწორედ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ მონაპოვრის კანონში გაფორმებას აუცილებლად სრული შემადგენლობით დავუჭერთ მხარს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად ბლოკების დაშვებაც იქნებოდა უმჯობესი, თუმცა თუ ივანიშვილს სურს, თავისი გადმოსახედიდან ნაღმები ჩადოს და ჰგონია, რომ ამით რამეს მოიგებს, ნახავს რომ საკუთარი თამაშის წესებითაც კი ე.წ ნულოვანი ბარიერით და უბლოკო სისტემით, მაინც წააგებს 2020 წლის არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია