მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თბილისი ენერჯიმ“ სექტემბერში, თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2918 დარღვევა გამოავლინა - 12 ოქტომბერი 2019

ufleba.ge

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.

მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 784); ისანი-ვაზისუბანში ( 488 ) და სანზონაში ( 303) ჩაიხსნა“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სამგორი 784, ისანი-ვაზისუბანი 488, სანზონა 303, ჩუღურეთი 292,  კრწანისი 269, გლდანი 259 ნაძალადევი 137, დიდუბე  133, ნუცუბიძე 83, დიღომი 79, საბურთალო 35, მთაწმინდა 31, ვაკე 22, წყნეთი – სამი.

„კომპანია “თბილისი ენერჯი” გთხოვთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია