მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საპატრიარქო - ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ - 04 ნოემბერი 2019

ufleba.ge

ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინა ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია