მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან - 13 ნოემბერი 2019

ufleba.ge

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, პარტიათა ლიდერების შეხვედრის შემდეგ "პირველ არხს" განუცხადა.

ბურჯანაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების საკითხზე ხელისუფლების ქმედებების მონიტორინგს აპირებენ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო სრულიად ოპოზიციის შეკრება. მივიღეთ ერთად გადაწყვეტილება, რომ ყველანი კოორდინირებულად ვიმოქმედებთ და გადავწყვიტეთ, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება ხელისუფლების მონიტორინგი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

ეს ერთობა ნამდვილად უპრეცედენტოა.  ოპოზიციამ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადავდეთ და, ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ხელისუფლებისთვის, რომ არ გატეხოს სიტყვა.

ეს უნდა იყოს სერიოზული გაფრთხილება იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით. ეს შეხვედრები გაგრძელდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი დგას სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად. ულტიმატუმის ენით საუბარი არ გვინდა. იმედია, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და არ დააყენებს ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია