მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ - 26 ნოემბერი 2019

ufleba.ge

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო დღევანდელი სხდომით და მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც სურთ, აჩვენონ საზოგადოებას, არგუმენტები, რომელიც სურთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი.

„ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, საქართველოს პარლამენტი და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ, დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ეს არის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება, მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე პარლამენტში პლენარული სესია გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან კი, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია