მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულია საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება - 03 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტი დღესვე გაიგზავნება სახალხო დამცველთან, რომელმაც ის ეუთო-ს უნდა გადაუგზავნოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეუთო-ს მხრიდან მიღებულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ. პარალელურად ისინი კანონპროექტს რეგისტრაციისთვის პარლამენტში შეიტანენ, რაც ეუთო-ში განსახილველად გაგზავნის აუცილებელი პირობაა.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები, გარდა იმისა, რომ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს ადგილი მთელი საქართველოს მაშტაბით, პარალელურად დღე და ღამე ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ საარჩევნო მოდელი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამიტომ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულია ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის, რომელიც ჩვენი აზრით, ასევე კონსტიტუციონალისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, დღევანდელ მოთხოვნებს, მაქსიმალურად გამოხატავს პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, როგორც ამას მოითხოვს კონსტიტუცია. სამწუხაროდ, ჩიხში შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მოგვატყუა ყველა და დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის დარჩენილი, ამიტომ მოგვიწია სრულიად ახალი მოდელის შემუშავება. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფი ძალა უნდა მიმართავდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთო-ს, ვენეციის კომისიას და სხვებს, რათა დადგინდეს სიმართლე, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისი.

„ქართული ოცნებისგან“ გვესმის მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომ უბრალოდ მათ არ უნდათ და ამიტომ არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი. ჩვენ დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნეთ სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით და მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია, მივმართოთ ეუთო-ს, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა პირდაპირ მივმართავთ მათ. ამასთან, ვნახეთ განცხადება სახალხო დამცველის, რომ კანონი უნდა იყოს რეგისტრირებული პარლამენტში, რათა გაიგზავნოს. ხვალ საპარლამენტო წარმომადგენლობა ოპოზიციის, რომელიც ოპოზიციას ყავს შეიტანს ამ კანონპროექტს და თუ დღეს არ მოესწრო, ხვალ უკვე დარეგისტრირდება პარლამენტში.შენიშვნასაც მივიღებ ეუთო-ს მხრიდან, მზად ვართ, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია