მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული - 06 დეკემბერი 2019

ufleba.ge

რუსეთში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა აშენებული. მამაკაცმა რამდენიმე მიგრანტი დაარწმუნა, რომ ფულის სანაცვლოდ ფინეთში გადაიყვანდა.

მან ხალხი ყალბ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანა და დატოვა. მიგრანტებს ეგონათ, რომ ევროკავშირში მოხვდნენ, სინამდვილეში კი აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ვიბორგის რეგიონში იმყოფებოდნენ.

ყალბი საზღვრის მეპატრონემ თითო მიგრანტისგან 10 000 ევრო აიღო. მიგრანტები  სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

ყალბი სასაზღვრო პუნქტის მეპატრონე დაკავებულია. მას სავარაუდოდ თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია