მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს - ­ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში - 09 დეკემბერი 2019

„დაზოგილი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარებას მოხმარდება“

ufleba.ge

პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის - დღეს „ევროპაბეთმა“ 2019 წლის დეკემბრიდან სათამაშო ბიზნესში ახალი და მასშტაბური კონცეფცია დააანონსა.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა, ესენია:

·  პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში

·  პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ

·  პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც თამაში შესაძლოა, პრობლემური გახდეს“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია მოიცავს ისეთ მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომებს, როგორებიცაა რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია და ა.შ. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბრიდან მთელი 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიზღუდება „ევროპაბეთის“ რეკლამები ბილბორდებზე, ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტში.

საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს.

 „ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა. ამჟამად კომპანია შვედური BETSSON-ის საკუთრებაშია, რომელმაც შესყიდვის დღიდანვე დაიწყო „ევროპაბეთში“ საქართველოს ბაზრისთვის ახალი და უპრეცედენტო „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფციის დანერგვა.

აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.

„ევროპაბეთი“ გლობალური ჯგუფის წევრია, რომელიც ლეგალურად არის წარმოდგენილი მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით. სხვა ბენეფიტებთან ერთად, გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.

„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია დიდი ხანია, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გემბლინგ-კომპანიების უმეტესობამ წარმატებით დანერგა სათამაშო ბაზარზე.  

„ევროპაბეთი“ ამ ახალ, სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას 2019 წლის დეკემბერშივე იწყებს და ეტაპობრივად განახორციელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, კომპანია ყოველი კვარტალის ბოლოს წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 100%-ით გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.

ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=AOyEt_7frEw

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია