მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მომღერალი ნუკრი კაპანაძე დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას - 09 დეკემბერი 2019

ufleba.ge

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - ამბობს ნუკრი კაპანაძე pia.ge-სთან საუბარში.

„არ შეიძლება ახალგაზრდები იკლავდნენ თავს, მხოლოდ იმის გამო, რომ თამაშობენ. ყველამ უნდა მიბაძოს იმ კომპანიას, რომელიც აკრძალავს მსგავსი ტიპის რეკლამას, მე დადებითად ვაფასებ „ევროპაბეთის“ ამ ახალ კამპანიას“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანია გააცნო საზოგადოებას – „პასუხისმგებლიანი თამაში“.

კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

ასევე იხილეთ: „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს - ­ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია