მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - 11 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალაა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ქართული კულტურის უცხოეთში გასატანად ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ბმული: https://www.youtube.com/watch?v=r2uqHG1U5iU&feature=emb_logo

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია