მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს - 11 დეკემბერი 2019

ufleba.ge

„თბილისის მიკროავტობუსსა“ და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება.

„მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას. მივედით იქამდე, რომ უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის განახლებით. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი ავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები. მინდა, ირაკლი ხმალაძეს და ყველა ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, მადლობა გადავუხადო“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. არ აქვს არანაირი რესურსი, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. მემორანდუმი დღეს გაფორმდება“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის განმარტებით, მერია და კომპანია ერთობლივად იწყებენ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

„ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. მეტიც, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ მახასიათებლებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე. ამ შესყიდვაას განახორციელებს მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია