მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„შმაქსის“ მძღოლებმა 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს - 23 დეკემბერი 2019

ufleba.ge

შმაქსის“ მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.

როგორც „შმაქსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, 17 დეკემბერს, ათეულობით „შმაქსისტი“ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა 200 ლარით დააჯარიმეს. მათივე განმარტებით, მიზეზი ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტაქსის ტრაფარეტთან მიმსგავსებული საშუალებებით გზებზე გადაადგილება.

დაჯარიმებული მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ახალი ჩანაწერის შესახებ ინფორმირებულები არ ყოფილან. ისინი შსს-ს ჯარიმების გაუქმებას სთხოვენ.

„შმაქსის“ იდეის ავტორი ზურა ჯაფარიძე შსს-სგან ითხოვს, იანვრის ბოლომდე მიეცეთ ვადა, რათა „შმაქსმა“ ტრაფარეტები შეცვალოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ უწყებამ „შმაქსის“ წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწოდა, დედაქალქის მერიის მიერ დადენილ წესებს დაემორჩილონ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია