მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისში ოფისი გახსნა - 25 იანვარი 2020

ufleba.ge

​პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა. ეს უკვე მეორე ოფისია, რომელიც პარტიამ რეგიონებში გახსნა.

პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია იწყებს რეგიონებისთვის საკუთარი პრიორიტეტების და ხედვების გაცნობას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ გეგმას წარმოგიდგენთ, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეები დავუბრუნოთ ამ ქალაქს. ჩვენ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. თბილისის თავკომბალობა უნდა დასრულდეს და თბილისი არ უნდა წყვეტდეს, როგორ იცხოვრონ მოქალაქეებმა ქუთაისში, ჭიათურაში და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია