მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი - კალაძის დავალებით, გომელაურთან შეთანხმებით, თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი - 27 იანვარი 2020

ufleba.ge

საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით , გომელაურთან შეთანხმებით, თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, რომელიც უკნიდან რტყმით, მერე წაქცეულზე ფეხებით და ასე შემდეგ გამისწორდა ფიზიკურად, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ძალადობას.

„მე არ მივიჩნევ, რომ ეს არის ჩემი სოლიდარობის აქცია.  საკრებულოს წევრები არიან მოძალადეები და კრიმინალები. ეს ვიზუალურად გამოიხატა ამ შემთვევაში ჩემს თვალზე, თორემ სხვა შემთვევაში ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილები, აპროტესტებენ ძალადობას. დედაქალაქის მერი დროს კარგავს, რომ დაგეგმოს ჯგუფური ცემა. ისინი ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილმა შეურაცხყოფა მოგვაყენა და ეს როგორ გაბედაო.

თუ ვინმე ვინმეს პირად შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის კახა კალაძე. როდესაც ის პირველად მოვიდა საკრებულოში, ასეთი რამ მითხრა, რომ შენ, ხაბეიშვილო ნაძვის ხეზე უნდა დაგკიდოო. შემდეგ გახსოვთ მისი საჯარო განცხადება, რომ მთაწმინდიდან გამოექანოს ხაბეიშვილი და დამასკდეს აგერო, ეს ხალხი ლაპარაკობს ზრდილობაზე.

შემდეგ საკრებულოში მოვედი და ვთქვი, გლდანი რომ გადათხარეთ და სამუშაოები არ მიმდინარეობს, რა ხდება-თქო და ბიჭო, შენ ფარჩაკი ხარო.

ამის შემდეგ, ახალ წელს კორუფციის ძეგლი, ალვის ხე რომ ჩამოიტანა მილანიდან, ჟურნალისტს უთხრა, ნაძვის ხის სიგრძე და სიგანე გეყოფათ და გაიკეთეთ ერთ ადგილასო. ამ ლექსიკით საუბრობს მერი.

საკრებულოს ყველა სხდომაზე მე ვსაუბრობ ფაქტებზე, კორუფციაზე. ირაკლი ზარქუა ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდა და ნახევარი მილიონის ქონება დაუმტკიცეს ლარად მის სიდედრს, ეს კაცი ამბობს, რომ ხაბეიშვილი არის ბოლივუდის მსახიობი, ის არის მასხარა, ის არის კლოუნი, ეს არ არის პირადი შეურაცხყოფა და ეს მაძლევს უფლებას, რომ კალაძეს თავ-ყბა დავუნგრიო და პირსახე გავუსწორო? ეს არის პოლიტიკა და ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. სიტყვები, რომელსაც მათ წინააღმდეგ ვიყენებ, ეს არის ის სიტყვები, რომელსაც ისინი იყენებენ ჩემს წინააღმდეგ.

კალაძე არის უზრდელი, თავხედი, ლაჩარი და კრიმინალი რვა სული ქურდის გაგონებაზე ადამიანს ემართება ორგაზმი. ჩემი ცემის საკითხზე მათ დაიწყეს გამოძიება, რადგან იძულებულები გახდნენ, რომ ასე მოქცეულიყვნენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია