მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ - 27 იანვარი 2020

ufleba.ge

ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

კომპანიის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა პრესკონფერენცია დღეს, დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გამართა.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასული წლის 17 დეკემბერს დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს, რის გამოც 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, მათი ხელფასი დაახლოებით 600 ლარი იყო და დავალიანება დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას საქართველოდან 5 500 ტონა ნავთობი აქვს გატანილი და მათ დავალიანების ანაზღაურების ფინანსური რესურსი აქვს.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, დავას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არბიტრაჟი იხილავს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თვალყურს ადევნებს აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს, რომელიც ერთი მხრივ მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მეორე მხრივ კი იცავს ამერიკული კომპანიების ინტერესებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

ნაცვლიშვილი ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ იმ კომპანიის დაცვა, რომელიც დასაქმებულებს ხელფასს თვეობით არ უხდის, ყველაფერს ჩრდილს აყენებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია