მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ექსპერტები ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურ შედეგებზე და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გზებზე საუბრობენ - 28 იანვარი 2020

ufleba.ge

ექსპერტები ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურ შედეგებზე და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზებზე საუბრობენ.

მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ისინი შესაბამის ორგანოებს ურჩევენ შექმნან სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს შეიმუშავებს.

"სახელმწიფო ცდილობს არ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და ყველაფერი დააბრალოს ადამიანს, რომელიც არის საჭესთან. მხოლოდ კონტროლით, ჯარიმითა და საპატრულო პოლიციით დადებით შედეგებს ვერ მივაღწევთ.

ამიტომ გვჭირდება სტრუქტურა, რომელიც გააკეთებს ღრმა ანალიზს, თუ რატომ ხდება ეს საგზაო შემთხვევები, დაადგენს მიზეზებს, დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს, შემდეგ გაატარებს და ამ პროცესს ექნება მონიტორინგი. აი ეს სტრუქტურა საქართველოში არ არსებობს და ევროპაში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს საგზაო უსაფრთხოების სამსახური," - აცხადებს საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

"ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით კი, წლებია აღმასრულებელ ხელისუფლებას თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის შესწავლის ინიციატივით მიმართავს.

"ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გატარდა, იქნებოდა ეს ტექდათვალიერება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა, თუ უკონტაქტო პატრულირება, ამან შედეგი სამწუხაროდ არ მოგვიტანა. წლებია მივმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიწყონ თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, პრობლემების გამოკვლევა და იდენტიფიცირება, რომ შემდეგ მოხერხდეს ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც კონკრეტულ შედეგზე იქნება ორიენტირებული," - აცხადებს ვასო ურუშაძე.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია