მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"სპარში" მომხდარი ინციდენტი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი კონსულტანტები - NGO-ები სავაჭრო ობიექტების შემოწმებას ითხოვს - 29 იანვარი 2020

ufleba.ge

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისგან საცალო ვაჭრობის ობიექტების, მათ შორის "სპარის" დაუყოვნებლივ შემოწმებას კიდევ ერთხელ ითხოვს სამოქალაქო სექტორი.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სპარში" მომხდარი მორიგი ინციდენტი, კომპანიის შემოწმებისა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს იძლევა.

სამოქალაქო სექტორი მიმართავს პარლამენტსაც და მისგან ითხოვს, აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა.

ორი დღის წინ სპარში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს, ერთი თვის წინ ამავე ობიექტზე დაშავებული ახალგაზრდა კი გასულ კვირას გარდაიცვალა. 

"სუპერმარკეტები დაცვაში არ ხარჯავენ ფულს, იქიდან გამომდინარე, რომ კონსულტანტებს უქვითავენ ხოლმე ჯიბიდან ხელფასს თუ რამე დაიკარგა ან მოიპარეს. შესაბამისად, კონსულტანტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით ღამის საათებში. ისინი დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან და აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურმა, ამ შემთხვევაში შრომის ინსპექცია უზრუნველყოს ის, რომ ამ ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული," - განუცხადა "რუსთავი 2-ს" ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის, სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, კოტე ერისთავმა. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია