მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - საქართველოს ორ მოქალაქეს არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა - 31 იანვარი 2020

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან სამშობლოში სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ, არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ორ ჩვენ თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტად. ლუგარში ორჯერ მოხდა გატესვა, რათა დავრწმუნებულიყავით, ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე. ასევე მერსიკოვზე, ეს გახლდათ კორონავირუსი, რომელმაც გამოიწვია 2012-ში შუა აღამოსავლეთში ეპიდაფეთქება. პირველი ტესტი იყო ყველაფერზე უარყოფითი, გადამოწმდა მეორედ და დილის მონაცემებით დადასტურდა, რომ არც ერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. ჩვენ დღეს არ გვაქვს სუბტიპი კორონავირუსის, რომელიც დღესდღეისობით ტრიალებს ჩინეთში, ამის გამო მაინც მათი რნმ გაიგზავნა როტერდამში,  რათა მოხდეს გატესტვა იმ სუბტიპზეც, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის იმ სუბტიპთან. ჩვენ იმედი გვაქვს რომ კორონავირუსის სუბტიპი სამშაბათს-ოთხშაბათს უკვე გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია.

მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაშ ინფექციის იმპორტი და თუ ეს იქნა შესაბამისი გადაუდებელი ზომები გატარდეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია