მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამერიკელი მეცნიერების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს - 31 იანვარი 2020

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმ თეორიებზე ისაუბრა, რომელზეც მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მსჯელობა მიმდინარეობს. იმნაძის ინფორმაციით, ამერიკელი მეცნიერების თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინა ამ ვირუსისგან იცავს.

"მიმდინარეობს ეპიდომოლოგიური კვლევები. არის ძალიან ბევრი მოსაზრება და თეორია გამოთქმული. ამერიკელი მეცნიერების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ დაავადებისაგან, ეს არასპეციფიკურად. არის ასეთი მოსაზრება, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადობენ, ბავშვებში, პრაქტიკულად, საერთოდ არ არის მძიმე შემთხვევები, ასევე ახალგაზრდებში, მაშინ როდესაც უმრავლესობა შემთხვევების, რომელიც გარდაცვლილია, არის 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, - აღნიშნულია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია