მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა - 01 თებერვალი 2020

ufleba.ge

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის საავადმყოფოდან ბინაზე გაეწერა 243 პაციენტი.

ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი, მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთშიც. ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურეს. ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა შვედეთშიც. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია