მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა - 04 თებერვალი 2020

ufleba.ge

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით ქვეყნის მასშტაბით 20 400 ადამიანია ინფიცირებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.

2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 171 000-ზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება.

ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის 31 დეკემბერს განაცხადა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია