მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დამოუკიდებელი პროფკავშირი ხელისუფლებას „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სთხოვს - 05 თებერვალი 2020

ufleba.ge

დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ ხელისუფლებას ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სთხოვს.

როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირის გაერთიანების წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კომპანიას არ აქვს რესურსი, რომ დავალიანება გაისტუმროს. პროფკავშირების წევრების თქმით, ისინი მოითხოვენ ასევე, „ფრონტერას“ ყველა დათხოვილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა კომპანიამ შეწყვიტოს დედოფლისწყაროში საქმიანობა.

„გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ მთავრობა ჩაერიოს და გადაუხადოს ამ ხალხს ხელფასი, როგორც მოხდა ტყიბულში, რადგან კომპანიას სავარაუდოდ, არ გააჩნია რესურსი. როგორც ჩანს, მთავრობას დიდად არ აწუხებდა ეს თემა, ვიდრე ჩვენთან არ დაიწყეს დედოფლისწყაროს მუშებმა თანამშრომლობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ წავიდეს ეს კომპანია და მოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უფლებებს“, – განაცხადა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

„დამოუკიდებელი პროფკავშირის ახალი გაერთიანების” წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ არ ითანამშრომლონ დამოუკიდებელ პროფკავშირთან.

„ეს ადამიანები დაუკავშირდნენ „სოლიდარობის ქსელს“ და სთხოვეს დახმარება. პროფკავშირმა დააკვალიანა თანამშრომლები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ეს როგორც კი გაიგო დედოფლისწყაროს გამგებელმა, მუშები დააკავშირა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს, და შეხვედრა მოაწყო ირაკლი პეტრიაშვილთან. როდესაც სახელმწიფო ერევა შრომითი დავების მიმართულებით პრობლემის მოგვარებაში და ჩაყავს პროფკავშირი, ეს უკვე ნიშნავს, რომ არჩევანს არ უტოვებს ამ ადამიანებს, თავად აირჩიონ, რომელ პროფკავშირთან მივიდნენ და ითანამშრომლონ“, – განაცხადა „დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანების“ თავმდჯომარემ, ზაზა ბარბაქაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია