მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - გიგი უგულავას საქმე დღესავით ნათელია, რაც მეტი ევროპელი ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი - 13 თებერვალი 2020

ufleba.ge

გიგი უგულავას საქმე დღესავით ნათელია, რაც მეტი ევროპელი ჩაერთვება ამ ყველაფერში, მით უკეთესია, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა საქართველოში ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა,  საქართველოში სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენების საკითხი აშკარაა.

„ჩამოვიდეს მისია. დღესავით ნათელია პოლიტიკურად სასამართლოს გამოყენება. არ არსებობს პრეცედენტი ორჯერ ერთი და იმავე საქმეზე ადამიანისთვის ორი სხვადასხვა სასჯელის მიცემასთან დაკავშირებით. ასე რომ, გიგი უგულავას საქმე დღესავით ნათელია, რაც მეტი ევროპელი ჩაერთვება ამ ყველაფერში, მით უკეთესი, რათა საზოგადოებისთვის, ქართული საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ყველა კითხვა იყოს მოხსნილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია