მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა - 24 მარტი 2020

ufleba.ge

საქართველოში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.

ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად,​ კორონავირუსის დადასტურებული 66 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9, კარანტინის რეჟიმში – 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კლინიკიდან გაწერილი პაციენტები, რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში რჩებიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია