მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 67 შემთხვევიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა - 24 მარტი 2020

ufleba.ge

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავისრუსის 67 შემთხვევიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა.

მისივე თქმით, გუშინ ღამით დაინიშნა სპეცრეისი ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში წაიყვანეს.

აქედან გამომდინარე, მინისტრის განმარტებით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი საქართველოს 65 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის, ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

„დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა. უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ჩვენ გვყავდა ორი უცხოელი მოქალაქე, კერძოდ კი ავსტრიელები. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაყვანილი იყვნენ ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებული არის 65 და ამ 65 მოქალაქიდან ცხრა, დღეის მდგომარეობით, არის ჯანმრთელი. შედეგად, ჩვენ ამ ეტაპზე სტაციონარებში გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 56 პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია