მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს - 07 აპრილი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი.

„ჩემი პროგნოზით, ინფიცირებულთა რიცხვი არ გადააჭარბებს 1000-ს. პიკს მივაღწევთ ორი-სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“ ,- აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია