მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას - 13 აპრილი 2020

ufleba.ge

საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს, ასევე აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, გაუგებარია, რა ნიშნით წესდება შეზღუდვები. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ რაციონალური შეზღუდვები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, უნდა დაწესდეს და უნდა სრულდებოდეს ყველას მიერ.

„ჩვენ ვნახეთ აბსურდული შემთხვევები, ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის და „სუფთა სახლს“ შეუზღუდეს საქმიანობა. გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება და სულ ბოლოს, გუშინ ვნახეთ ბზობის დღესასწაული და ვნახეთ, რომ არ სრულდება ეს შეზღუდვები რელიგიური ჯგუფის შემთხვევაში, ანუ ფარსად იქცა ეს ყველაფერი. ასე ვერ გაგრძელდება და არ შეიძლება, გაგრძელდეს. საგანგებო მდგომარეობა თუ გრძელდება, კომპლექსურად უნდა გაგრძელდეს ამ ნაბიჯებთან ერთად და აბსურდული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, უნდა სრულდებოდეს ყველასთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ყველა სამედიცინო საკითხისთვის აუცილებელ შეზღუდვას, რაციონალურს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს ადგილი, თუ ეს საჭიროა ჯანმრთელობის დაცვისთვის, ოღონდ არა ამ აბსურდულს, ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ ისხდნენ და დააჯარიმეს, ადამიანებს აჯარიმებენ, რაღაც მინიმალურისთვის და ამავე დროს, ეს შეზღუდვები არ სრულდება, როცა ლაპარაკია მასობრივ თავშეყრაზე. რაც გუშინ ვნახეთ, ეს ხომ ფარსია. მესმის, რომ ერიდებათ და ვერ ასრულებენ ამ შეზღუდვებს ეკლესიის შემთხვევაში, მაგრამ ეს გაუმართლებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 პრილამდე გამოცხადდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია