მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი - 16 აპრილი 2020

ufleba.ge

ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი, რადგან მეტი ქართველი გადარჩება, დამერწმუნეთ, – წინასააღდგომოდ ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას.

„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა, გავაკეთო, მიჭირს ამის მოწოდება ჩვენი საზოგადოებისადმი, რომ არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან.

ეს აღდგომა გადავატაროთ ქვეყანაში სხვა ფორმატით. ილოცებენ ჩვენი მამაოები, მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან.

მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, მოგიწოდებთ, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას – ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, დამერწმუნეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია