მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - იდეა გვაქვს, ავკრძალოთ კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ - 22 აპრილი 2020

ufleba.ge

2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2020 წლის მარტში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა შემცირებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“, მიმართვისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა დადებითად იმოქმედა თბილისში ჰაერის დაბინძურების შემხირებაზე. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რათა მოხდეს მიღწეული შედეგის შენარჩუნება, სურს, მოქალაქეებს კვირაში ორი დღით კერძო ტრანსპორტის აკრძალვის იდეა შესთავაზოს.

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა, რომ კითხვის სახით დავსვათ ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათსა და კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა. ბუნებრივია. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია