მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები - 24 აპრილი 2020

ufleba.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

ეტაპებს შორის შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი

27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება;

ტაქსები დაიწყებენ მუშაობას;

დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა;

გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

მეორე ეტაპი

ორი კვირის შემდეგ სამშენებლო კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას, აღდგება სარეკრიაციო ზონების მუშაობა.

მესამე ეტაპი

შემდგომ ეტაპზე გაიხსნება საცალო მაღაზიები, ღია ბაზრობები, ამუშავდება ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი

გაიღება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები.

მეხუთე ეტაპი

დახურული ტიპის ბაზრობები და რესტორნები დაიწყებენ მუშაობას.

მეექვსე ეტაპი

გაიხსნება სპორტული და გასართობი ობიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ამასთან, დაცული უნდა იყოს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია