მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარინა ეზუგბაია - ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია - 29 აპრილი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რიცხვმა 168 შეადგინა.

ეზუგბაია ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ერთ დღეში გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა.

„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511, დაგვემატა სულ ექვსი ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის საერთო ჯამში კოვიდ-ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან გამოჯანმრთელებულები უკვე 63-ია. გუშინ სამ პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი ტესტი და სამივემ დატოვა კლინიკა.

უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მხოლოდ სამი პაციენტი განიხილება, როგორც მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდები გვყავს 11. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედია, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანმრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კრიტიკული პაციენტი არ ჰყავს.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია