მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თენგიზ ცერცვაძე - იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“ - 30 აპრილი 2020

ufleba.ge

იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“. თუ გამართლდა ეს იმედები, რომლებიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან საბრძოლველად მედიკამენტი „რემდესევირი“ მოიაზრებოდა ფავორიტად, თუმცა იყო განსხვავებული მოსაზრებებიც.

„როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინ დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა კორონავირუსის სამკურნალოდ.  „რემდესევირი“ თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად. მედიკამენტი შეიქმნა „ებოლას“ სამკურნალოდ და თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ეფექტური კორონავირუსის დროსაც. მანამდე, როგორც იცით, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ რეკომენდაცია მისცა „პლაქვენილს“. განიხილებოდა კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ „რემდესევირი“ ითვლებოდა ფარულ ფავორიტად, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდი იმედს. ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა, გარკვეულმა კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ „რემდესევირი“ არც ისე ეფექტურია „კოვიდის“ დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ აშშ-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტულმა დირექტორმა, ტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი 20 წლის პარტნიორი და დიდი მეგობარია, გააკეთა საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესევირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს. შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამ დასკვნას ყველა არ ეთანხმება, ისევე როგორ „პლაქვენილს“, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესევირი“ კარგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „რემდესევირზე“ კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო იდგა რიგში ამ პრეპარატის მისაღებად.

„ჩვენ რიგში რომ ჩავმდგარიყავით, იმის გამო, რომ გვაქვს ძალიან ცოტა ინფიცირებული შემთხვევა და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, უშანსოდ ვიქნებოდით. ჯერ იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და დაინფიცირებულია. ჩვენს ჯანდაცვის მინისტრსა დ მთავრობას აქვთ ერთი პრივილეგია, კომპანია,  რომელიც საქართველოს აწვდის „ცეჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამისთვის უფასოდ მედიკამენტებს, დიდ პატივს სცემს საქართველოსა და მის ჯანდაცვას. ჩვენმა ხელმძღვანელმა ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს „რემდესევირი“. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს „რემდესევირს“. თუ გამართლდა ის იმედები, რომლებიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას ქვეყანამ, სულ ექვსი გარდაცვლილი ჰყავს, მაგრამ მომავალში დაიზღვევს თავს რაიმე სერიოზული დანაკარგებისგან“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია