მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების ყოველდღიური ზრდა 20-30 და 40-იც თუ იქნება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია - 30 აპრილი 2020

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკა შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემა მის მართვას შეძლებს.

„თუ ორი კვირის განმავლობაში დინამიკის ასეთ ზრდას შევინარჩუნებთ, ანუ, მე-6, მე-7 და მე-8 კვირას თუ იქნება 20-30 და 40-იც ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რეკომენდაციები დაიცვან.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილია ე.წ. ექვსეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა, მათ შორის საქართველომ და ეს იმას ნიშნავს, რომ შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს. ანუ, ისევ მთავარი რეკომენდაცია არის – დარჩი სახლში. განსაკუთრებით, ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ხშირად დაიბანეთ ხელები, სოციალური დისტანცის დაცვა უნდა მოხდეს და ხელების დამუშავება. მთავარია – პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკამრისობა, აუცილებელია ექიმს მივმართოთ, 112-ში დარეკოთ ან პირდაპირ ცხელების ცენტრში მიხვიდეტ, სადაც სრული გამოვლევა სწრაფად ჩაგიტარედებათ და გადაწყვეტილება მირებული იქნება შემდეგი მართვის შესახებ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია