მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობას 100-ზე მეტით აჭარბებს - 13 მაისი 2020

ufleba.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 264 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 372-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა 100-ზე მეტია.

„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი და არის 647 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23, არის 372. კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 264 პაციენტი მკურნალობს. უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლია, 100-ზე მეტი სხვაობაა.

გამოჯანმრთელებული ასზე მეტია, ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული კიდევ 23 ადამიანიდან ექვსი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

ამ დროისთვის კლინიკაში 33 კოვიდინფცირებული მკურნალობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია