მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირება იგეგმება - 13 მაისი 2020

ufleba.ge

სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსის რეგულირება და სტაჟიორის „შრომის კოდექსის“ მოქმედების სფეროში მოქცევა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივად არიან. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით (შემდგომ – „სტაჟიორი“).

კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება.

ამასთან, ცვლილებებით განსაზღვრულია, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – ერთ წელიწადს. ცვლილებებით ზუსტდება ისიც, რომ ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

კანონპროექტის გათვალისწინებით, სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია