მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის - 29 მაისი 2020

ufleba.ge

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მოლის სივრცეში მომხმარებლები ​პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;

ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;

მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე ერთი ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე ერთი ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;

მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია