მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან გოფოძე - ინფექცია რეგრესის გზაზე მიდის - 22 ივნისი 2020

ufleba.ge

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, კოვიდინფექცია რეგრესს განიცდის.

„ერთი პერიოდი ახალგახსნილზე იყო შედარებითი მატება, რასაც მატებას ვერ დავარქმევთ. შემდგომში ისევ მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამჟამად არ იმატებს, ერთ და ორ შემთხვევას მატებას ვერ დავარქმევთ. მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია მიდის რეგრესის გზაზე“,-  განაცხადა გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.

პოპულარული სტატიები
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
კორპორატიული პასუხისმგებლობა - პირბადე არ გვაქვს და არც გვექნება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია