მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება" - 22 ივლისი 2020

ufleba.ge

სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.

„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე, არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია