მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილი – მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მართვა უნდა - 22 ივნისი 2012

[foreignpress.ge]
იზაბელ რასელი

„გაზპრომის“ მძლავრი აქციონერი მილიონებს ხარჯავს და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

ბიძინა ივანიშვილმა მისი ფუტურისტული სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის პირდაპირ ააგო, თუმცა უფრო მაღლა. ბორცვზე უზარმაზარი თეფშის მსგავსი ასაფრენი მოედანია. ის მავთულხლართებით და კამერებითაა აღჭურვილი.

ქვევით, დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რუს-ქართველ ორიგარქს, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, ყველგან თანამედროვე შენობები აქვს აგებული. მან დააფინანსა ასევე კოლოსალური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში განათებულია. ის აფინანსებს მის მშობლიური სოფელ ჭორვილას, უნივერსიტეტებს და მუზეუმებს; აღადგინა საავადმყოფოები და სკოლები. სოფლის ცენტრში მისი თანამედროვე სასახლეა, ზოოპარკით, საადაც კენგურუები, პინგვინები და ლემურები არიან.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ქარიშხალივით შემოიჭრა. ივანიშვილმა, რომელიც 2005 წელს დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ქონება მალევე დააგროვა, განაცხადა, რომ არჩევნებში „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, ქარიზმატულ და პროდასავლელ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება, და წინასაარჩევნო კამპანიის სამსახურში საკუთარი უზარმაზარი ქონება ჩართო: 6.4 მილიარდი დოლარი Forbes-ის თანახმად, რაც საქართველოს ბიუჯეტზე (5,7 მილიარდი დოლარი) მეტია.

27 მაისს მისი მოწოდებით თბილისის ქუჩებში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. ეკლესიის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქმა ოპოზიციის ნაწილი გააერთიანა. მან პირობა დადო, რომ შეცვლის დღევანდელ პრეზიდენტს, რომელმაც მისი ქვეყანა დაანგრია და რომელსაც კონსტიტუცია უკრძალავს მესამე ვადით კენჭისყრას 2013 წელს.

რამდენიმე თვეში, 56 წლის მილიარდერმა შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია თავისი შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობებით და თავი გაითავისუფლა პროფესიონალური ეთიკის წესებისგან. ის არ იშურებს საჩუქრებს, ტელევიზორებს, ჭურჭლის სარეცხ და სარეცხ მანქანებს მისი მშობლიური რაიონის მცხოვრებთათვის. ქუთაისის მცხოვრებლებს „ოცნების ბარათებზე“ ისეთი სურვილების მითითება შესთავაზეს, რომლის ახდენაც 600 ევროზე მეტი არ ეღირება…

კრემლიდან მართული?

ხელისუფლების წარმომადგენლები ოლიგარქს საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობებში ადანაშაულებენ, რადგან ივანიშვილი მათ ხელფასების გაზრდას სთავაზობს. ახლახანს ის 90 მილიონი დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებისთვის „უკანონო შემოწირულობებს“ ახორციელებდა.

როდესაც მან ქართული კამპანიის დაფინანსებისთვის საკუთარი აქტივების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა, ეს პროცესი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებს შორის ხორციელდებოდა, „საბაზროზე 50% ით მაღალ ფასად“, აცხადებს ამ საქმში კარგად გარკვეული ერთ-ერთი პირი. „რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ხელისუფლება არ სწყალობს ცუდად ამთავრებენ. ისინი ან ნადგურდებიან ან იძულებით ემიგრაციაში მიდიან. შეუძლებელია ამხელა ფულის შენარჩუნება და ეკონომიკური იმპერიის გაფართოვება ხელისუფლებისადმი ერთგულების გარეშე“, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მისი წინასაარჩევნო პროგრამაც, რომელსაც პრეტენზია აქვს „შელახული თავისუფლებების“ აღდგენასა და საქართველოს მთავრობის „ავტორიტარიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე მოსკოვისკენაა მიმართული. ივანიშვილს საქართველოს ნატოსგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება სურს და ამას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს.

„2008 წელს საქართველომ დამარცხებისთვის განწირული ომი დაიწყო რუსეთთან, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. რუსეთის ულტიმატუმი მკაფიოა: ნატო ან დაკარგული ტერიტორიები“, ამბობს ის. ამ მომენტისთვის, საზოგადოებრივი კვლევების თანახმად ივანიშვილი აგებს, თუმცა მან ახლახანს დაიწყო საკუთარი რესურსების ხარჯვა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია