მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროპარლამენტარი ​საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გიორგი რურუა შეიწყალოს - 30 ივლისი 2020

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოლონელმა დეპუტატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელის, გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე გასამართლებას პოლიტიკურად მიიჩნევს. მე საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებ, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც მან ეს სხვა ფიგურებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები იყვნენ. ეს გააუმჯობესებს კლიმატს არჩევნების წინ“, – აცხადებს ანა ფოტიგა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დღეს დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია