მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სატრანსპორტო გადაადგილების სქემა განახლებულ ჭავჭავაძეზე - 02 აგვისტო 2020

თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძეზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას აქვეყნებს.

მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება ავტობუსების ახალი გაჩერებები.

„ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით; აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება;

. ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.

.ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.

. ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.

. აბაშიძის ქუჩაზე, ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.

. ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.

. ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.

. ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.

. ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.

. ვაკის პარკიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.

. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ფეისბუქმომხმარებელი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემას, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის ახალ სქემას ეხმიანება.

„ჩემმა მეგობარმა გააზიარა და რა თქმა უნდა დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა. ხოდა, მთელი ამ ამბის ასე კულტურულად გადმოცემა და ახსნა თუ შეიძლებოდა, არ წარმომედგინა…

პ.ს. თვალი დაუდგეს ევროპას, მეც თბილისელი ვარ (ბევრი თაობა) და დიდი მანქანაც მყავს, მაგრამ როგორც არისტოტელე იტყოდა „ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია…“ მოგიწევთ, ჩემსავით ისწავლოთ საკუთარი კომფორტის ზონის შემცირება-მეტი საზოგადოებრივი სიკეთის საკეთილდღეოდ.

ახსნა და სქემა კი ასეთი იყო…

ლევან ბერძენიშვილი (ის არა, სხვა :)))))

გზა არ დავიწროებულა, ის გადანაწილდა სამართლიანად. პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი და არა მანქანის მფლობელი, რადგან ის 30-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს სავალ ნაწილზე და თან მანქანის მფლობელზე მეტია რაოდენობით

………………………………

კი, არავინ უნდა გადავიწყვიტოთ, თქვენ როგორ იმგზავროთ, მაგრამ არც თქვენ გაქვთ უფლება, რომ აიძულოთ ვინმე, მანქანით ან ტაქსით იმოძრაოს. ჩვენზე, მანქანიანებზე მეტნი არიან ქვეითები, ავტობუსით მგზვრობისას თითოეული მათგანი იკავებს 30-ჯერ ნაკლებ ადგილს სავალ ნაწილზე, ვიდრე მე და თქვენ და მათაც ეკუთვნით სივრცე. თქვენი ლოგიკა ასე გამოიყურება: მე დიდ ადგილს ვიკავებ გზაზე, შენ პატარას, ამიტომ მოდი, მთელი გზა მე დამითმე და საათობით ელოდე ტრანსპორტს, რომელიც საცობის გამო იგვიანებს. ასე არ გამოვა, ყველას თავისი ეკუთვნის

…………………………………………

თქვენ ამბობთ, რომ უნდა დარჩეს შეზღუდულად ავტობუსის მგზავრი და მოითხოვთ, რომ ქუჩა მხოლოდ მანქანიანებს გვერგოს, ამას ვგულისხმობ შეზღუდვაში. თქვენ გაქვთ სივრცე, რომელსაც იყენებთ არაკომპაქტურად, ეს არაა მათი ბრალი, ვინც კომპაქტურად იყენებს და ამიტომ მათ უნდა გადაეცეთ მათი კუთვნილი სივრცე. არავინ გაიძულებთ, უბრალოდ თავისი კუთვნილი მიაქვთ, რომელიც მე და თქვენ ამდენი წლების განმავლობაში გვაქვს მიტაცებული, ხოლო ჩვენ გვრჩება ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. კი, არაა ეს ჩვენთვის საკმარისი, მაგრამ როცა რამე არ გყოფნით, ხომ არ სტაცებთ სხვას? ასეა საგზაო სივრცეც, ამდენი ხანი ვტაცებდით და ახლა დაბრუნებაც არ გვინდა

არა, იარეთ მანქანით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასე დიდ ადგილს იკავებთ სავალ ნაწილზე და ქმნით საცობს. ავტობუსის მგზავრები პატარა ადგილს იკავებენ და არ ქმნიან საცობს. საცობში უნდა იდგეს ის, ვინც ქმნის მას და არა ის, ვინ მას არ ქმნის. მგონი ლოგიკურია, არა?

ყველაფერი ახსნილი, მანქანა სტატუსი გგონია? ან აუცილებელი ატრიბუტია? ან სხვაგვარად ვერ გიხერხდება? უნდა გაიჭირვო შენ და არა სხვამ შენი კეთილდღეობისთვის

გმადლობთ, ბოდიშით“, – წერს თეა შაყულაშვილი „ფეისბუქში“.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით. 

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=9YdjuaRjDp4

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია