მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაია ბითაძე - ჭავჭავაძეზე ნაკადები დათვლილი გვაქვს და არც სექტემბრის გვეშინია - 03 აგვისტო 2020

 

გააჩერეთ თქვენი 400-მდე სამსახურეობრივი და 3 000-მდე კერძო ავტომობილი და სანამ სხვას მოუწოდებთ, პირველ რიგში თქვენ გადაბრძანდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ufleba.ge

მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. შესაბამისად, არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო სქემის შეცვლას.

ბითაძის განცხადებით, პირველ დღეს საცობი მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით იყო გამოწვეული, რასაც 1-2 დღე სჭირდება.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შექიმნა, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. ასევე, მთელი შაბათიკვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა არსებულ ნაკადებთან მიმართებით და აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები.

საქართველოში ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას. საცობები აღმოიფხვრება იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“ , – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, ევროპის დიდი ქალაქების მაგალითებს გაეცნონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები გაეცნონ სხვა ქალაქების მაგალითებს. დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებშიპარიზი, მილანი, ამსტერდამიზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია.

მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით არ მიღებულა, ის დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებსა და იმ მაგალითებზე, რომლის განხორციელებაშიც უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან“ , – განცხადა „პირველ არხს“ მაია ბითაძემ.

ამ თემაზე „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

- ძვირფასო თბილისის მერიავ და საკრებულოვ, გააჩერეთ თქვენი 400-მდე სამსახურეობრივი და 3 000-მდე კერძო ავტომობილი და სანამ სხვას მოუწოდებთ, პირველ რიგში თქვენ გადაბრძანდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში! მიეცით მაგალითი დედაქალაქელებს! შედეგად, დაიზოგება საბიუჯეტო ხარჯები, გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა! - წერს მესხიშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია